მთავარისიახლეებიპოლიტიკამურთაზ ზოდელავა: ტოტალურმა კორუფციამ მოიცვა სამეგრელო. ასეთივე მდგომარეობაა თბილისშიც და ...

მურთაზ ზოდელავა: ტოტალურმა კორუფციამ მოიცვა სამეგრელო. ასეთივე მდგომარეობაა თბილისშიც და სხვა რეგიონებშიც

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ზუგდიდში ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და მათ დასჯას ითხოვს.
 
მისივე ინფორმაციით, არსებობს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ბიზნესმენი ადგილობრივ ჩინოვნიკებს ესაუბრება და მათთვის ქრთამის სახით გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს.
 
არასოდეს გამიგია ასეთი ამაზრზენი საუბარი, რომელიც შედგა ამ კონკრეტულ ბიზნესმენსა და ჩინოვნიკებს შორის – აცხადებს  მურთაზ ზოდელავა ჩანაწერ, სადაც ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის სავარაუდო კორუფციული გარიგება იკვეთება, ( ,,ოდიში ნიუსი''  დაინტერესებულ მკითხელს შეახსენებს, რომ რომ ეს ჩანაწერი უკვე გავიდა "რუსთავი2"-ის ეთერში )
 
 „ქართული ოცნება გადაიქცა ჩვეულებრივ ბანდიტურ დაჯგუფებად,  რომლების მიზანიც რაც შეიძლება მეტი წაიღონ. არც ერთი პრობლემა , რომელიც აწუხებს ზუგდიდელებს მათთვის ეს პრობლემა არ არსებობს. ამას უკვე ვერც მალავენ, ტოტალურმა  კორუფციამ მოიცვა სამეგრელო. დაახლოებით სამი ოთხი კვირაა ყოველი მეორე ადამიანი რომელსაც გამგეობასთან რაიმე შემხებლობა აქვს საუბრობს ამ ჩანაწერებზე. სულ იმაზეა საუბარი რომ ვიღაცამ ვიღაცა ჩაწერა, რომ ეს ჩანაწერი სუს-ში მიიტანეს. აქ საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი ბიზნესმენი სთხოვს მათ უკან გადახდილ ქრთამს. ამ ჩანაწერში ნახსენებია როგორც ყოფილი გუბერნატორი, მერი და მისი მოადგილე. თითქმის ყველა ჩინოვნიკი ჩართულია კორუფციულ ამბებში. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. მხოლოდ გადადგომა აქ არაფერს არ შველის. ხალხი მათ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ჩვენც მოვითხოვთ, რომ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები და მოხდეს ამ ხალხის დაპატიმრება, იმიტომ რომ შეუძლებელია გაღარიბებულ რეგიონში ვიღაცა მდიდრდებოდეს მოსახლეობის ხარჯზე“, – ამბობს ზოდელავა.
 
 
მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ მხოლოდ ლაშა გოგიას გადადგომა საკმარისი არ არის და საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
 
" ადგილობრივი ხელისუფლება   წალეკა კორუფციამ, აღებ-მიცემობამ, ფაქტიურად აქ სხედან არა ჩინოვნიკები, არამედ მძარცველები, ჩვეულებრივი ბანდიტები დაჯგუფება.
 
მისივე თქმით, ტოტალური კორუფცია არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ თბილისშიც და საქართველოს სხვა რეგიონებშიცაა.
 
"ქართული ოცნება" გადაიქცა ბანდიტურ დაჯგუფებად, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, რაც შეიძლება მეტი გაძარცვოს მათ შორის ხალხი. არცერთი პრობლემა, რომელიც აწუხებს ზუგდიდსა და სამეგრელოს მათთვის ეს პრობლემა არ არსებობს. არასოდეს არ გამიგია ასეთი ამაზრზენი საუბარი, რომელიც შედგა ამ კონკრეტულ ბიზნესმენსა და ჩინოვნიკებს შორის. ჩინოვნიკებს, რომლებსაც ეს ადამიანიო გამუდმებით აძლევდა ქრთამს, როგორც ჩანს ისევე გრძნობდა თავს როგორც ბიძინა ივანიშვილი გრძნობს თავს თავის ჩინოვნიკებთან. "ქართული ოცნება" უნდა წავიდეს, მხოლოდ გადადგომა არაფერს შველის ხალხი მოითხოვს მათ პასუხისგებაში მიცემას“-ამბობს ზოდელავა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...