მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვემზადები საქართველოში ჩამოსასვლელად, ქვეყანა უნდა გადავარჩინო"- მიხეილ სააკაშვილი

“ვემზადები საქართველოში ჩამოსასვლელად, ქვეყანა უნდა გადავარჩინო”- მიხეილ სააკაშვილი[Video]

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი გამოცემა Новое время -სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება, რათა ქვეყანა გადაარჩინოს.  „ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად – ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო,“- აცხადებს სააკაშვილი.მან ასევე საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მხარდამჭერები არჩევნების ფალსიფიცირების უფლებას არავის მისცემენ.
„როგორც კი „ქართული ოცნება“ წააგებს და ისინი წააგებენ, არჩევნების ფალსიფიცირებას მოახდენენ და ამისთვის ემზადებიან, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად. ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“, – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნებაზეც ისაუბრა. 
მისივე თქმით, როგორც კი პეტრო პოროშენკო წავა, ის სასამართლო გზით უკრაინის მოქალაქეობას აღადგენს. 
 
„რა თქმა უნდა, მე დავბრუნდები უკრაინაში. როგორც კი პოროშენკო წავა და მე აღვადგენ ჩემს მოქალაქეობას სასამართლოს გზით, მე დავბრუნდები უკრაინაში. ჩემთან მიმართებაში ყველაფერი დაარღვიეს და მივაღწევ იმას, რომ ვინც ჩემთან მიმართებაში ეს დარღვევები ჩაიდინა, კანონით დადგენილი წესით აგონ პასუხი“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 
 

სიახლეები

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...