მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორც პოროშენკოსგან მოსალოდნელი იყო, კიევის სასამართლომ პრეზიდენტ მიხეილ...

როგორც პოროშენკოსგან მოსალოდნელი იყო, კიევის სასამართლომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება კანონიერად სცნო

Published on

კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევება კანონიერად სცნო. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იუწყება. 
 
„კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ განიხილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წინააღმდეგ და გადაწყვეტილება მიიღო არ დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილის სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნები“, – ნათქვამია კიევის საოლქო ადმინისტრატიული სასამართლოს განცხადებაში. 
 
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაძევების შესახებ გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობასა და საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. 
 
სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, როგორც პირი, რომელიც უკანონოდ იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე და მისი გაძევება უკრაინასა და ევროკავშირს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...