მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონგრესმენი ჯერალდ კონოლი: ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია...

კონგრესმენი ჯერალდ კონოლი: ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება

Published on

ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, – განაცხადა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კონგრესმენის შეფასებით, სამაგალითოა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული მმართველობა მოიპოვა ისეთ სამეზობლოში, სადაც ხშირად იდგამდა ფესვებს ავტოკრატია და ავტორიტარიზმი. 
 
„განსაკუთრებული სიმამაცე დასჭირდა საქართველოს ამ კუთხით მისი დიდი მეზობლის – რუსეთის განწყობების გათვალისწინებით. ჩვენ ამერიკაში, კონგრესში საქართველოს გვერდით ვდგავართ. ჩვენ დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ თქვენი სიმამაცით და აქ, კონგრესში ჩამოვაყალიბეთ მხარდამჭერთა ძლიერი ჯგუფი, იმისთვის რომ თქვენს გვერდში ვიდგეთ. ჩვენ ვიღებთ რეზოლუციებს, გამოვხატავთ მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს დამოკიდებლობის, არამედ განსაკუთრებით ქართული სიმამაცისადმი“, – განაცხადა ჯერალდ კონოლიმ. 
 
 
 
კონგრესმენმა ისაუბრა თავისუფლების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების შესახებ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა. 
 
„ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება. ამ კვირას მე მივემგზავრები პოლონეთში, ნატო-ს შეხვედრაზე, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ამ პოზიციას, როგორც ნატო, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ჩვენი ქართველი მეგობრების მიმართ, როგორც ალიანსი. ჩვენ გვეამაყება, რომ გასულ წელს საქართველოში ჩავატარეთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენთვის, ალიანსისთვის და საქართველოსთვის, არამედ თქვენი მეზობლისთვის – რუსეთისთვის. დიდი პატივი და პრივილეგიაა დღეს თქვენთან ყოფნა, ამ იუბილის აღნიშვნა და ქართული სულისკვეთების წახალისება არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ, თქვენი სამეზობლოს სხვა ნაწილებშიც“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ. 
 
 
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბობ გუდლატე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ელიოტ ენგელი, კონგრესმენები – დევიდ პრაისი, დანკან ჰანტერი და მარკ სანფორდი დაესწრნენ. 
 
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 
 
 
 

სიახლეები

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესის დასაგეგმად ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში შესაძლოა უცხოელი ექიმებიც ჩაერთონ - ამის შესახებ "პირველებთან" კოალიცია “ცვლილებისთვის“...

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული...

“ სკოლის ფორმებს საზოგადოება მიესალმება, ფასს უახლოეს დღეებში დავადგენთ” – მიქანაძე

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, სასკოლო ფორმებს "საზოგადოება მიესალმება". მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში...