მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში დააყენებს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა – საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში დააყენებს

Published on

ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხს, ჟენევაში დააყენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.მიხეილ ჯანელიძეს ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი აქვსგაეროს გენერალურ მდივანთან და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.  დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს ვიცე-პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, სადაც ქვეყნის პირველი დიპლომატი მთავარ აქცენტს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევისა და ხელყოფის ფაქტებზე გააკეთებს.ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოხდეს ამ უმძიმეს ფაქტზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.„მთელი სიმკაცრით დაისმება პირველ რიგში საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინციდენტებზე, რომელიც შეიქმნა ბოლო დღეებში არჩილ ტატუნაშვილის ფაქტთან დაკავშირებით, მისი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ისევე როგორც ბუნებრივია ვერ აუვალთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს, რომელიც არის საფუძველი რათა მოხდეს ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვა,“-განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვიქტორ დოლიძემ.

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...