მთავარისიახლეები4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

Published on

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს და კობა ეპიტაშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

10 პირი საპატიმროს 4 თვეში დატოვებს, პროკურატურამ მათ ერთწლიანი საპატიმრო და სამწლიანი პირობითი სასჯელი შესთავაზა. ხოლო საბა კორძაიას, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულია, 1.6 წლით საპატიმრო და 3-წლიანი პირობითი მიესაჯა.

აღნიშნულ საქმეზე საპროცესოს გაფორმებაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მანუჩარ მიქელაძემ უარი განაცხადა. მას 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ცნობისთვის, აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-225-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

გარდა ამისა, მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...