მთავარისიახლეებისაზოგადოებარა მდგომარეობაა ადვოკატთა ასოციაციის ოფისში წუხანდელი ხანძრის შემდეგ?

რა მდგომარეობაა ადვოკატთა ასოციაციის ოფისში წუხანდელი ხანძრის შემდეგ?

Published on

თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ადვოკატთა ასოციაციის ოფისში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად ის 4 ოთახი დაიწვა . საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. 
 შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გაცხადებით,   ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის კერა  ორსართულიანი ძველი შენობის მანსარდაში იყო. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია და გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს, ჩართულია კრიმინალისტები და სახანძრო ექსპერტები.
 
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გააგრძელებს ყველა სერვისის მიწოდებას.
 
მისი ინფორმაციით, ყველა ძირითადი დოკუმენტაცია გადარჩენილია, განადგურდა სასამართლო საქმეების არქივი და ზოგიერთი მიმდინარე კორესპონდენცია. ასევე სრულადაა გადარჩენილია ეთიკის კომისიის დოკუმენტები და ფინანსური დოკუმენტაცია.
 
„ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და 8 იანვრიდან შეუფერხებლად გავაგრძელებთ ყველა სერვისის მიწოდებას“, – განაცხადა დავით ასათიანმა.
 
 

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით,...

კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე: ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი...

დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის წარმომადგენლებმა 27 ივნისს საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც...

შსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის...