მთავარისიახლეებიპოლიტიკაყოფილი პოლიციელი, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აცხადებს, რომ შესაძლოა მისი ლიკვიდაცია...

ყოფილი პოლიციელი, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აცხადებს, რომ შესაძლოა მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს.

Published on

ყოფილი პოლიციელი, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აცხადებს, რომ შესაძლოა მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს. ამის შესახებ იური პაკინბოროდა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. ის აცხადებს, რომ სააკაშვილი არ გაუცია და ამის გასარკვევად, საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს.პაკინბოროდა ვარაუდობს, რომ მომხდარის გამო მას ან მოკლავენ ან ციხეში ჩასვამენ.„დღეს ჩემს ბინაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი რაც დღეს მოხდა, ერთის მხრივ იყო მოსალოდნელიც და ამავდროულად მოულოდნელიც.მოსალოდნელი იმის გამო, რომ მე როგორც პოლიციის თანამშრომელს, კარგად მესმის, რომ ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურები და ასევე სპეცსამსახურები იმ სახელმწიფოების, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან, ესაა რუსეთი.კანონის თანახმად, იზოლატორში უნდა გადავეყვანე მეც, მაგრამ მე არ დამაკავეს. ვვარაუდობ, რომ სურთ, მახე დამიგონ და სააკაშვილის დაკავებაში დამნაშავე გამომიყვანონ.შემიძლია გითხრათ ერთი, მე ჩავატარებ საკუთარ გამოძიებას ამასთან დაკავშირებით. თუ უახლოეს დღეებში მე რამე დამემართება, ეს ნიშნავს, რომ სწორ კვალზე გავედი,"-აცხადებს იური პაკინბოროდა.

სიახლეები

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი...