მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაციონალურ მოძრაობაში'' მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან

,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან

Published on

,,ნაციონალურ მოძრაობაში''  უკრაინაში დღეს ღამით მიმდინარე მოვლენებს და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან.   
 
„შეთითხნილი ბრალდებები, რომელიც არავის სასაცილოდ არ ყოფნის არც უკრაინაში და არც უკრაინის ფარგლებს გარეთ,“ – ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვასაძემ  "კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. 
ვაშაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული და ყველა პროცედურა წარიმართოს ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით.
იგი საუბრობს  უკრაინაში არსებულ ვითარებასა და  მთავრობისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაზეც  „უკრაინაში ყელში აქვს ყველას ამოსული კორუფციის არნახული მასშტაბები“ – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. 
 
„მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს აუცილებლად დატოვებს, პოროშენკოს სხვა გამოსავალი არ აქვს, სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა პოროშენკოსთვის ბოლო დღეები იქნება,“- ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინელ ხალხთან ერთად გამარჯვებულია.
 
„ის, რასაც დღეს ვუყურებთ, ნიშნავს, რომ პოროშენკო არის ცაიტნოტში და აგონიაში მყოფი ადამიანის მსგავს ნაბიჯებს დგამს, ერთის მხრივ, მას უნდა რომ ყველა მეთოდით ხელისუფლება შეინარჩუნოს, მეორეს მხრივ, მას უჭირს უკრაინელი ხალხის და დასავლეთის ზეწოლის გამკლავება, ამას უკავშირდება გაუგონარი ნაბიჯები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გადადგა… მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო დედამიწის ზურგზე, შეიძლება დააბრალო, რომ მარსიდან ჩამოვიდა, მაგრამ არ შეიძლება მას დააბრალო, რომ ის რუსეთთან არის კავშირში,“ – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა. 
 
„პოროშენკომ თავი მოიჭრა, თავისდაუნებურად, სააკაშვილი ამით კიდევ უფრო გააძლიერა, თავისი თავი კი დაიმცირა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 
 
„დაწყებული პასპორტის ჩამორთმევიდან დამთავრებული დღევანდელი დაკავებით არის ერთი დიდი პანიკური რეაქცია პოროშენკოს მხრიდან. პეტრო პოროშენკო შიშით აშკარად გონებადაბინდულია, რადგან ასეთი შეცდომები უპატიებელია,“ – აღნიშნა ნიკა რურუამ. 
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...