მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა ურუშაძემ ფილმისთვის "საშიში დედა" ლოს-ანჯელესში საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მოიპოვა.

ანა ურუშაძემ ფილმისთვის “საშიში დედა” ლოს-ანჯელესში საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მოიპოვა.

Published on

ანა ურუშაძემ ფილმისთვის "საშიში დედა" ლოს ანჯელესში "ოსკარის" კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მოიპოვა. ახალგაზრდა რეჟისორისთვის „საშიში დედა“ პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონიალზე საქართველოს წარმდგენი ფილმიც, სწორედ ანა ურუშაძის ნამუშევარია. ანა ურუშაძე ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის“ მფლობელი გახდა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი "საშიში დედა" ფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმი გახდა. „ოქროს ლეოპარდი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი ბოლო დროს ქართველ კინემატოგრაფისტებს მოუპოვებიათ. იგივე ფესტივალზე ანა ურუშაძეს საუკეთესო რეჟისორული ხედვისთვის დამოუკიდებელი ჟიურის პრიზიც გადაეცა.დრამაში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. „საშიში დედა“ 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას – მას უწევს, არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს. „საშიში დედა“ ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია და იგი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა.
 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...