მთავარისიახლეებისაზოგადოებაძილი მორიგეობით – საჯარო ბაგა–ბაღებში ბავშვების რაოდენობა საწოლებზე მეტია- edu.aris.ge

ძილი მორიგეობით – საჯარო ბაგა–ბაღებში ბავშვების რაოდენობა საწოლებზე მეტია- edu.aris.ge

Published on

ახალი 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თბილისის მასშტაბით, საჯარო საბავშვო ბაღების ნაწილში მშობლები ჯგუფებში ბავშვების საკმარისზე მეტ რაოდენობას უჩივიან. გადატვირთულ ჯგუფებში 60, 58, 55, 52 და 42 ბავშვი ირიცხება. მათ აღმზრდელი და მასწავლებელი ჯამში კვლავ ორი ჰყავთ. კიდევ ერთი პრობლემაა არასაკმარისი რაოდენობის საწოლები.
„გადავსებულია ჯგუფები. ჩემი შვილის ჯგუფში 60 ბავშვია სიაში. ადგილზე 58 მოვიდა. რა ქვია ამას არ ვიცი. აღმზრდელი ჰყავთ ორი. არც საწოლებია საკმარისი. იმაზე ბევრად ნაკლები საწოლია, ვიდრე ჯგუფში ბავშვი ირიცხება. ამბობენ, ყველა არ იძინებსო, ნაწილი არ მოვაო. ვაითუ ყველა მივიდა და ყველას ძილი მოუნდა მერე რა უნდა ქნან? ამაზე გათვლა არ მგონია სწორი. სრული განუკითხაობაა“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-ისთან საუბრისას მშობელი მაკა დოღონაძე.
მის მსგავსად, ჯგუფში ბავშვების საკმარისზე მეტ ოდენობას უჩივის ნინო დარასელიც და აცხადებს, რომ მისი შვილის ჯგუფში 55 ბავშია, საწოლი კი 30. ამ შემთხვევაშიც ბაღის დირექციას გათვლა ბავშვების დასწრებაზე აქვს.
„ყველა ხომ არ ივლისო, ასე მიპასუხეს. საოცარია პირდაპირ. ყველა რომ მოვიდეს?! რა ეშველებათ. ვინც არ მოვა, იმის თეთრეულს გამოცვლიან და სხვა ბავშვისას გადააკრავენო, თუმცა ამის არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილის გაცდენის შემთხვევაში, საწოლი თუ არ ეყოფათ, მის თეთრეულში სხვა ბავშვს ჩააწვენენ. არც კი ვიცი რა უნდა ვქნა“, – გვითხრა ნინო დარასელმა.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ გადატვირთულ ჯგუფებში ინვენტარის შევსებასა და აღმზრდელების დამატებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
„იქ, სადაც არის გადატვირთული ჯგუფები, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამატებთ შესაბამის ინვენტარს. ვაშენებთ ახალ ბაღებს და გადატვირთულობაც ამით მოიხსნება. თუმცა, რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არის გადატვირთული, იმიტომ რომ მოთხოვნა არის მაღალი და ვცდილობთ, ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ახლა იქნა მიღებული სათათბირო ორგანოების საშუალებით ის ბავშვები, რომლების მშობლებსაც ჰქონდათ მოთხოვნა. გავითვალისწინეთ მათი ეს მოთხოვნა. ბავშვების დასწრების მაჩვენებელი არის 65-70%. ყველა არ დადის. მაგრამ მაინც, ამ პრობლემაზე ვმუშაობთ და უახლოეს ორ კვირაში დავამატებთ აღმზრდელებსაც და საჭირო ინვენტარსაც,“ – განუცხადა EDU.ARIS.GE-ის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.
კანონი, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო,  2017 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება, თუმცა ის სრულად ძალაში 2020 წელს შევა. კანონით დადგენილია რომ. 2-3 წლიან ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობა 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. 3-4 წლიან და 4-5 წლიან ჯგუფებში კი 30-ს. ამასთან, კანონითვე გაწერილია რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს გათვლილი ბავშვების რაოდენობის მიხედვით.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...