მთავარისიახლეებისაზოგადოებათოჯინების თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრთან კარვის გაშლას აპირებს

თოჯინების თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრთან კარვის გაშლას აპირებს

Published on

თოჯინების თეატრის უკვე ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ელენე მაცხონაშვილმა პირველ არხთან მისი გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მინისტრის განცადებას და მისი მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს ამ დრომდე არ გაცნობია. მაცხონაშვილი გიორგაძის ციტატას იყენებს  და ამ ყველაფერს არასერიოზულს უწოდებს. მისივე თქმით,  ოთხი წლის მანძილზე მას სამინისტროსაგან არც მითითებები და არც შენიშვნა არ მიუღია, ამიტომ ახლა ეს გადაწყვეტილება მისთვის უცნაურია.„ფაქტია, რომ ჩემი შემცვლელი კანდიდატის დანიშვნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი დასის წევრებს პირობების გაუმჯობესებას და ფინანსურ უკეთეს მდგომარეობასაც დაპირდა“,-  აცხადებს ელენე მაცხონაშვილი. თოჯინების თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი საპროტესტო აქციებს აანონსებს. პირველი აქცია დღეს საღამოს, თოჯინების თეატრის შენობასთან გაიმართება. მაცხონაშვილი მომხრეებთან ერთად კარავის გაშლას აპირებს, ხვალ კი მისი თქმით, სამინისტროსთან გადაინაცვლებს.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...