მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტისა და განცხადებების შესახებ

გიორგი კვირიკაშვილი რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტისა და განცხადებების შესახებ

Published on

 საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტი და გაკეთებული განცხადებები, ”ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობაა”. – ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე .
 
„მინდა აღვნიშნო ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით. ეს განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, ემსახურება იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმენიც ჩვენ ვართ. ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არც ერთ ჩვენგანს, პირადად მე, ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ 8 აგვისტოს აფხაზეთში ჩადის

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...