მთავარისიახლეებისაზოგადოებაელისო კილაძე: ,,ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილშია, კრიზისმა გადაიარა. კარგადაა, რეაბილიტაციის კურსს გადის''.

ელისო კილაძე: ,,ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილშია, კრიზისმა გადაიარა. კარგადაა, რეაბილიტაციის კურსს გადის”.

Published on

,,ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილშია, კრიზისმა გადაიარა. კარგადაა,  რეაბილიტაციის კურსს გადის.
ჩემი წყარო ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დაიკიდა – რატომ, მიზეზები არ კონკრეტდება!'' – წერს .,,ქრონიკა +'' – ის რედაქტორი ელისო კილაძე თავის ფეისბუქგვერდზე. 
 
ეს ვერსია ასევე  გაჟღერდა  ივანიშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ვერსიების ჩამონათვალში,  რომელიც მედიაზე და მოარულ ხმებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა   ენმ წევრმა ფარნაოზ ჭკადუამ: 
“შეკვეთილში ხალხის დასანახად ივანიშვილის ორეული დადის”
“ივანიშვილი ურეკშია, რეაბილიტაციას გადის”
“ივანიშვილს მარჯვენა ხელი და ფეხი გაშეშებული აქვს, ოცნებაში იმ იმედზე არიან იქნებ ისე გამოკეთდეს, რომ კვალი არ დაუტოვოს”
“ჩემმა ნაცნობმა ნახა, ხეებს ეფერებოდა”
“ჩაი დავლიე ივანიშვილთან ერთად”
“ივანიშვილი გარდაცვლილია და ცხედარს მაცივარში ინახავენ”
“ორეულის სიტყვით გამოსვლაში ავარჯიშებენ, ჯერ ბოლომდე ვერ ბაძავს”
“ივანიშვილი იტალიაშია, რებილიტაციას გადის”
“ივანიშვილი პუტინს ბაძავს, სპეციალურად მიიმალა”
“ივანიშვილი რუსებმა მოტეხეს, კალაძით უნდათ ჩანაცვლება”
“ივანიშვილს დასავლეთმა წითელი აუნთო და ივანიშვილმა მიმალვა გადაყვიტა”
“ივანიშვილი ამ დღეებში საჯაროდ გამოჩნდება, მაგრამ არ ილაპარაკებს, თორემ ხალხი მიხვდება, რომ სერიოზული ინსულტი აქვს გადატანილი”
“ივანიშვილი მისიანებს აკვირდება, თორემ ჯანმრთელია”
“ივანიშვილი გულიანად ხალისობს ხალხზე”
 
ძნელია, არ დაეთანხმო ფარნაოზ ჭკადუა რეზიუმეს:
,,იცით ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
ეს ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა, ნაციც, ქოციც, შუაშისტიც, პეროიანიც, უპეროც, პატრიოტიც და მოღალატეც ვაღიარებთ, რომ საქართველოში ივანიშვილის რეჟიმია დამყარებული;
ეს ნიშნავს, რომ სამარცხვინო ქვეყანა გავხდით;
ეს ნიშნავს, რომ თუ დროზე არ მოვეგეთ გონს საქართველოს სახელმიფოებრიობის ის მინიმუმიც აღარ გვექნება, რაც გვაქვს!''
 
 

 

სიახლეები

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რა...

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს

პროკურატურა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხავს - საუბარია კაცზე, რომლის თვითმკვლელობის ვერსია...

NYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა | ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST...