მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერებამ ორივე ერისთვის სასარგებლო პროცესი შეიძლება გაწყვიტოს''-...

,,თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერებამ ორივე ერისთვის სასარგებლო პროცესი შეიძლება გაწყვიტოს”- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

Published on

,,თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერებამ და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მტრული რიტორიკის გახშირებამ ორივე ერისთვის სასარგებლო პროცესი შეიძლება გაწყვიტოს'' – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც აბაშიძე – კარასინის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. – ეს სულ უფრო ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გამყარების ტენდენციას''.
 
რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ტრადიციულად, შეხვედრაზე ქართულ-რუსული კავშირების განვითარების ისეთ საკითხებზე იყო საუბარი, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც არის შესაძლებელი – ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კავშირები. 
 
„ამ სფეროებში შედეგები სანიმუშოა. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა 10%-ით გაიზარდა და 302 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაორმაგდა ქართული ღვინის შემოტანა, ნარჩუნდება სოფლის მეურნეობის იმპორტის ზრდისა და რუსული კაპიტალდაბანდებების შედინების ტენდენცია.  
 
იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს. სამწუხაროდ, ამ სფეროში ნორმალურ თანამშრომლობას ხელს უშლის საქართველოში მოქმედი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.
 
ორმხრივი ვაჭრობის ზრდამ საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა გაზარდა, რაც აქტუალურს ხდის საქართველოს სამხედრო გზაზე უწყვეტი შეტყობინებების გამართვას. ამასთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ, უახლოეს პერიოდში შეიმუშაონ პრაქტიკული გეგმები „ზემო ლარსის – ყაზბეგის“ გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის საკითხის შესახებ, დაინტერესებული უწყებების ექსპერტების მონაწილეობით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 
 
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება 2011 წლის შეთანხმების ძალაში შესვლა, ვაჭრობის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების შესახებ, რისთვისაც ორივე მხარე მზადაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე აღინიშნა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო კავშირის განვითარების შესახებაც. 
 
 
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 7 ივლისს პრაღაში შედგა.  2011 წელს გაფორმებული საზაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხის გარდა, შეხვედრაზე საქარველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა  სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხიც  დააყენა. პასუხად რუსეთის პირველი დიპლომატის მოადგილემ განაცხადა,   რომ შეხვედრების წინ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა მიზანმიმართულად იძაბება. 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...