ანაკლიის სანაპირო ზოლში სანქციები დაბინძურებისთვის არ ,,მუშაობს”, რა მდგომარეობაა აჭარა- გურიაში?

0
340
,, ოდიში TV''  ეთეღსი ამ დღეებში გავიდასიუჟეტი ანაკლიის სანაპირო ზოლის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დამსცვენებლები უჩივიან დისკმფორტს, რომელსაც დაბინძურებული პლაჯიუქმნის დამსცვენებლებს. საუბარია არა მხოლოდ ზღვის გამონარიყზე, რომელიც რაც ბუნბრივი მოვლენაა უამინდობის პიობებში, არამედ ნაგავზე, რომელსაც სანაპიროზე თავად დამსვენებლები ტოვებენ, ( ცალკე საკითხია, რომ სანაპიროს დასუფთავებაზე და ნაგვის გატანაზე  არავინ ზრუნავს). ჩვენი ინფორმაციით, ანაკლიის სანაპიროზე დანაგვიანებისათვის დამსვენებლის დაჯარიმების შემთხვევი არ არის.  
 
რა მდგომარეობაა ამ მხრივ გურია- აჭარის სანაპირო ზოლში?
 
 Commersant -ის ცნობით, აჭარის სანაპირო ზოლის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდა, ასევე გამკაცრებულია კონტროლიც, თუმცა სეზონის დაწყებიდან დღემდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 2 ფიზიკური პირი მაინც დააჯარიმა. ყოველდღიურად ასუფთავებენ გურიის სანაპირო ზოლსაც, თუმცა როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, აჭარისგან განსხვავებით, იქ სანაპიროს მუდმივად აბინძურებენ, თუმცა დამრღვევი პირის მიმართ საჯარიმო სანქციები არ მოქმედებს''.
 
აჭარის ზედამხედველობის სამსახურის და ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანტისანიტარიის პრობლემა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გამო, ბოლო დროს ისე მწვავედ აღარ დგას. მათი თქმით, დასუფთავების სამსახური დილის ცხრა საათიდან ღამის თორმეტ საათამდე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
 
რაც შეეხება ჯარიმების სტატისტიკას, ბოლო 3 წლის მონაცემები ასეთია: ბათუმის სანაპიროზე, 2014 წელს 91 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, 2015 წელს 107 საჯარიმო ოქმი, ხოლო 2016 წელს 16 საჯარიმო ოქმი შედგა. წელს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით მხოლოდ 2 ადამიანი დაჯარიმდა.
 
სუფთავდება გურიის სანაპირო ზოლიც, მაგრამ ბათუმისგან განსხვავებით ურეკი-შეკვეთილის 19 კმ-იანი სანაპირო ზოლის დაბინძურებისთვის ფულად ჯარიმას არავის გამოუწერენ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი ეკატერინე მგელაძე აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე საჯარიმო სანქციები ამ დრომდე არ ამოქმედებულა.
წინა სტატიათუ მდინარის ნაგვისგან გაწმენდა მერიის ვალდებულება არ არის, ვინ მიხედავს მტკვარს თბილისში და ჩხოუშიას – ზუგდიდში?
შემდეგი სტატია,,თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერებამ ორივე ერისთვის სასარგებლო პროცესი შეიძლება გაწყვიტოს”- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური