მთავარისიახლეებისაზოგადოებამაშველებმა ბარისახოში ჩარჩენილი რუსთაველი მოსწავლეები სამშვიდობოს გამოიყვანეს

მაშველებმა ბარისახოში ჩარჩენილი რუსთაველი მოსწავლეები სამშვიდობოს გამოიყვანეს

Published on

ხობისწყლის კუნძუზე დარჩენილი მეთევზეების გადასარჩენად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის შემდეგ, ვერტმფრენის გამოყენება გახდა საჭირო  ბარისახოში ჩარჩენილი სასკოლო ექსკურსიაზე მყოფი ჯგუფის გადმოსაყვანად.
 
საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ბარისახოში ექსკურსიაზე წასულმა რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  და მასწავლებლებმა უამინდობის გამო სამშვიდობოს გამოსვლა  ვერ შეძლეს და მათი დახმარება მხოლოდ დღეს დილით მოხერხდა. მანამდე კი , ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ისინი სასტუმროში განთავსდნენ და უზრუნველყოფილი იყვნენ წყლითა და საკვებით.
 
დღეს არის დაგეგმილი  პირიქითა ხევსურეთში ორი დღის წინ დაკარგული  5  ტურისტის  გამოყვანაც მასველების მიერ.  როგორც ირკვევა, ტურისტებსპრობლემები მოგზაურებს ადიდებულმა არღუნმა შეუქმნა.
 
ხევსურეთში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს, ადიდებულია მდინარეები და ხევები. ამ დროისათვის ჩამოწოლილი მეწყერის გამო ჩაკეტილია საავტომობილი გზაც და პირიქითა ხევსურეთი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ75-კმ100   მონაკვეთზე მობილიზებულია  ტექნიკა.   „გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადაში აღსადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...