მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ მდინარის ნაგვისგან გაწმენდა მერიის ვალდებულება არ არის, ვინ მიხედავს მტკვარს...

თუ მდინარის ნაგვისგან გაწმენდა მერიის ვალდებულება არ არის, ვინ მიხედავს მტკვარს თბილისში და ჩხოუშიას – ზუგდიდში?

Published on

ძლიერი წვიმების შემდეგ, მტკვარმა თბილისის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნაგავი ჩამოიტანა, რომლის ამსახველი ვიდეო და ფოტო  კადრები სოცილურ ქსელსა და ინტერნეტმედიასი, მათ შორის ,,ოდიში ნიუსზეც''  გავრცელდა. 
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მტკვრის ნაგვისგან გაწმენდა მათი ვალდებულება არ არის. 
 
"ამ შემთხვევაში თბილისის მერია, სავარაუდოდ, აღარ დაასუფთავებს და ვერ გეტყვით, ვისი კომპეტენციაა ეს" – აცხადებენ მერიაში  On.ge -თან საუბრაში და განმარტავენ, რომ გაზაფხულზე, წვიმების სეზონზე, მერიამ "თავისი კეთილი ნებით", თბილსერვის ჯგუფის დახმარებით გაწმინდა მტკვრის კალაპოტი, თუმცა როგორც ამბობენ, ეს მათი ვალი არ იყო.
 
თბილისის მერიის მსგავსად, გარემოს დაცვის სამინისტროც აცხადებს, რომ მტკვრის გაწმენდა მათი ვალდებულება არაა. სამინისტროში უთხრეს, რომ მათი ვალდებულება ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავებაა და არა – ნარჩენების მართვა.
უწყების განმარტებით, სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო კი, სპეციალური სინჯით განსაზღვრავს მხოლოდ მდინარის დაბინძურების ხარისხს.
 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...