მთავარისიახლეებიკონფლიქტებიქეთევან ციხელაშვილი: ,,ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ სოხუმში მორიგი ღია პროვოკაციულ ნაბიჯია“

ქეთევან ციხელაშვილი: ,,ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ სოხუმში მორიგი ღია პროვოკაციულ ნაბიჯია“

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  სერგეი ლავროვი 19 აპრილს  ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის.  ხაჯიმბას ადმიისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტთან დაგეგმილ მის შეხვედრაზე განიხილება რუსეთისა და აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობებია და თანანშრომლობის შედგომი განვითარების საკითხები .  
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სოხუმში დაგეგმილ ვიზიტს რუსეთის მხრიდან „მორიგ ღია პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს.
 
„რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ეს არ არის პირველი ვიზიტი სოხუმში. ეს არის კიდევ ერთი, ღია პროვოკაციული ნაბიჯი. იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზური საზოგადოება გააცნობიერებს, რეალურად რა ვითარებაში იმყოფება დღეს რეგიონი, რას ნიშნავს ამგვარი ვიზიტები და რუსეთის ექსკლუზიური გავლენა რეგიონზე, რომ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და დე ფაქტო ანექსიის მცდელობასთან, როდესაც საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე რუსეთს ექსკლუზიური გავლენა აქვს. ვფიქრობ, ეს ვიზიტიც სწორედ ამ ჭრილში შეიძლება იყოს განხილული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
 
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიდგომასა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებაზეც ისაუბრა. 
 
„დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შეფასება მხოლოდ ერთი პოზიციიდან გამომდინარე იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ, დეოკუაპციასთან ერთად დეესკალაციის პოლიტიკაც გავატაროთ. ჩვენი გზავნილი რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული დაპირისპირებაში, რეგიონში უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი აქტორია და ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ და ეს არის წითელი ხაზი – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემაა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...