მთავარისიახლეებისაზოგადოებაწინასააღდგომო ჭიაკოკონა, გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება და სამეგრელოში აღძრული კითხვები

წინასააღდგომო ჭიაკოკონა, გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება და სამეგრელოში აღძრული კითხვები

Published on

გარემოს დაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ  აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. "ჭიაკოკონობის" საღამოს მეორადი საბურავების დაწვისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან. ადმინისტრაციული ჯარიმა 400დან- 600 ლარამდე განისაზღვრა. 
"მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემაზე. განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები.''- ნათქვამია განცხადებაში. 
 
გარემოს დაცვის ამ თავისთავად მისასალმებელმა განცხადებამ დასავლეთ საქართველოში, და განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში  ბევრს აღუძრა კითხვა, რა კავშირშია ჭიაკოკონობა აღდგომის დღესასწაულთან –  საქმე ისაა, რომ “ჭიაკოკონას” სამეგრელოში ტრადიციულად მხოლოდ მარიამობის წინა ღამეს აწყობენ  და, როგორც ჩანს,  მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული, რომ, სამეგრელოსგან განსხვავებით, ჭიაკოკონობა  აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში იციან როგორც ამ ღამეს,  ისე  აღდგომის წინა კვირეულის ოთხშაბათს (დიდ ოთხშაბათს). წინასააღდგომოდ ჭიაკოკონებს ანთებდნენ ძველ თბილისშიც და ეს ტრადიცია შემორჩა დღემდეც – ბევრისთვის აქ  ასე იწყება აღდგომის დღესასწაული…
 
გაზაფხულის ჭიაკოკონობა, ისევე როგორც საზოგადაოდ ჭიაკოკონობა   წარმართული ტრადიციაა და იმ პერიოდს უკავშირდება, როცა საქართველოში მაზდეანობა იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება იყო და ადამიანი ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს კი ცეცხლში გავლით – კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით – აღესრულებოდა.  ჭიაკოკონობისას დანთებული ცეცხლი წმინდა ცეცხლად ითვლებოდა და აქედან გამომდინარეობს წმინდა ცეცხლზე გადახტომა, რომლის დროსაც ამბობენ: ალილუია კუდიანებს! ( სამეგრელოში იცინან ,,არული მაზაკვალემს!'')
 
შედარებით გვიანდელი რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება და ბოროტის დათრგუნვის სიმოლიკაზეა აგებული, , მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია –  მან ნაწილობრივ წარმართობასთან ბრძოლის სახეც კი  მიიღო – აღდგონმას და მარიამობას დაუკავშირდა, თუმცა ვერ წაშალა წარმართული მისტერიის კვალი.  
 
არსებობს აღმოსავლეთ საქართველოში სააღდგომო ჭიაკოკონობის განმსაზღვრელი უფრო პრაგმატული, პრაქტიკული მიზეზიც – ჭიაკოკონის დროს ვაზის წალამს უკიდებდნენ ცეცხლს –  ამ პერიოდში ვაზი ყველგან გასხლულია, მაგრამ რადგან ვაზი, ისევე როგორც ბზა წმინდა მცენარეა, მისი დაწვა არ შეიძლება, ხალხმა გაზაფხულის ჭიაკოკონობის სახით იპოვა საბაბი, რომ ეს ცოდვა უმტკივნეულოდ აიცილოს თავიდან – ვაზის ნასხლავის დაწვა არ შეიძლებოდა   ყველგან, ამიტომ ყველა სოფელში ჰქონდათ გამოყოფილი ერთი ადგილი, სადაც მას წვავდნენ. 
  

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...