მთავარისიახლეებიკონფლიქტებიალექსანდრე ანქვაბი, მოლოდინების წინააღმდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ახალ პარლამენტის ვიცესპიკერატში ...

ალექსანდრე ანქვაბი, მოლოდინების წინააღმდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ახალ პარლამენტის ვიცესპიკერატში არ არის

Published on

დღეს, 12 აპრილს  ოკუპირებულ სოხუმში აფხაზეთის ახლადარჩეული ე.წ. პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში იდგა სპიკერისა და ვიცესპიკერების არჩევა.
მოლოდინების საწინააღმდეგოდ, აფხაზური ოპოზიციის უპირობო ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის კანდიდატურა  არცერთ ამ პოსტზე არ  წარუდგენიათ, მან საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება რიგითი დეპუტატის მანდატით არჩია, თუმცა, როგორც აფხაზური მედია წერს, ეს არჩევანი მხოლოდ პირადი სურვილით არ ყოფილა განპირობებული – ანქვაბმა, როგორ პრეზიდენტ ხაჯიმბასთვის მიუღებელმა კანდიდატმა,  თავი აარიდა ვითარების დაძაბვას და დესტრუქციის შეტანას ახალ პარლამენტში, რაც აუცილებლად მოყვებოდა ხაჯიმბას მომხრეების წინააღმდეგობას მისი კანდიდატურის  ჩასაგდებად და, მით უფრო, გასვლის შემთხვევაში. როგორც ჩანს, ანქვაბს არ სურს  მისცეს საშუალება მმართველ პარტიას აფხაზეთში საზოგადობრივ- პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გარდუვალი მარცხი შემდგომ პერიოდში გაამართლოს მისი  წინააღმდეგობით და მით უფრო გადაინაწილოს პასუხისმგებლობა ამ მარცხისთვის პარლამენტის ხელმძღვანელი პირის რანგში.
 
პარლამენტის სპიკერის პოსტზე დღეს წარდგენილი იყო  ვალერი კვარჭიასა და ბათალ ტაბაღუას  კანდიდატურები, მესამე კანდიდატმა – დეპუტატმა ილია გაბუნიამ კენჭისყრამდე თავის თავს აცილება მისცა. 
ფარული კენჭისყრით ხმების უმრავლესობა (20 ხმა) მიიღო ვალერი კვარჭიამ, ბათალ ტაბაღუამ მხოლოდ ათი ხმა, ოთხმა დეპუტატმა ხმა მისცა ,,ყველას წინააღმდეგ''. 
სამი ვიცესპიკერის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ოთხი კანდიდატურა – საიდ ხარაზია,  ლევონ გალუსტიანი,  მიხეილ ჩამაგუა და ნატალია სმირი. ნატალია სმირმა, რომელიც  ერთადერთი დეპუტატი ქალია აფხაზეთის  პარლამენტში, თავის კანდიდატურას აცილება მისცა, შედეგად,   ვიცესპიკერატი ,,გრიალ – გრიალით''  დაკომპლექტდა დარჩენილი სამი კანდიდატურიდან. 

 

 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...