მთავარისიახლეებისაზოგადოებაელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ქაღალდის წიგნების ალტერნატივა ქართულ სკოლებში

ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ქაღალდის წიგნების ალტერნატივა ქართულ სკოლებში

Published on

“წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ალტერნატივა ქაღალდის წიგნების ანუ იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონულიც. მაგალითად, სახლში მოსწავლე ქაღალდის სახელმძღვანელოთი იმუშავებს, სკოლაში ელექტრონულს წაიღებს”, – განაცხადა განათლების მინისტრმა  ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯურნალისტებთან შეხვედრაზე, სადაც   წიგნების წონისა და გაკვეთილების რაოდენობის შემცირების თემაზე ისაუბრა.
 
მინისტრი ამბობს,  რომ ეს პროცესი ჯერ დაბალი კლასების მოსწავლეებს შეეხება, ზედა კლასების მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქება კი შემდგომი წლების ამოცანა იქნება და ამისათვის სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. 
.
“ამაში ბევრი კომპონენტი იგულისხმება. ერთია, რომ ყველა სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო არ იყოს; მეორე, გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს; მესამე არის, რომ სადაც დიდტანიანი სახელმძღვანელოებია, აუცილებლად უნდა გავყოთ; მეოთხეა, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც შემოვა, უნდა იყოს წონის სტანდარტის შესაბამისობაში. ეს სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ და შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეების ჩანთები უკვე წელს შემსუბუქდება” – განაცხადა განათლების მინისტრმა.
 
 
 

სიახლეები

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესის დასაგეგმად ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში შესაძლოა უცხოელი ექიმებიც ჩაერთონ - ამის შესახებ "პირველებთან" კოალიცია “ცვლილებისთვის“...

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული...