მთავარისიახლეებიპოლიტიკაშენგენის ზონაში ყოფნის წესის დაარღვევისთვის დეპორტაციის გარდა, პირი 3000 ევროთი დაჯარიმდება

შენგენის ზონაში ყოფნის წესის დაარღვევისთვის დეპორტაციის გარდა, პირი 3000 ევროთი დაჯარიმდება

Published on

პირი, რომელიც ევროკავშირში, შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯარიმა ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ვადები, თუ მოხდება უვიზო რეჟიმის გამოყენება იმისთვის, რისთვისაც დანიშნული არ არის.“ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ვადებს. თუ დაირღვევა ვადები და მოხდება დეპორტაცია, ამ შემთხვევაში პირს აეკრძალება 5 წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება. ეს საკმაოდ დიდი სასჯელია, როგორც ფინანსური, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დაბრუნდები ევროკავშირში და შენგენის ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ყველამ კარგად გაითავისოს ეს რისკები და ისარგებლოს იმ ვადით, რა ვადაც არის დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ.

სიახლეები

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...

აქედან ვუთხარი ბაიდენს, რომ იარაღი მჭირდება და არა ტაქსი გასაქცევად – ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის გამო თანამოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა,...

გაგრასთან დრონი ჩამოვარდა, მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо Кавказа-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება გაგრის რაიონში დრონის ჩამოვარდნისა და...