მთავარისიახლეებიზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

Published on

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს ძალიან მძიმე მომენტი, რომელიც დაუსრულებელი ომის 4 წლის დასრულებას აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში, თქვენ აჩვენეთ რამდენად მამაცია უკრაინელი ხალხი, რამდენად გამძლე ხართ და როგორ შეგიძლიათ გაუძლოთ ყველაფერს, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა თქვენს ქვეყანას დამართა.

ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში ის რუსეთმა წააგო და თავისი საომარი მიზნების მიღწევა ვერ შეძლო. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ თქვენი მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა და ეს ძალიან დიდი წარმატებაა.

გისურვებთ, რომ მშვიდობა ძალიან მალე დადგეს, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას, უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს თარიღი ჩვენთვის, ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია – 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას დაესხა თავს. ასე რომ, თებერვალი არის თვე, როდესაც რუსული იმპერიალიზმი თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ამას დასასრული ექნება. ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსული ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ჩვენ ყველა მოწმე უნდა გავხდეთ რუსული ოკუპაციის დასრულების სხვაგანაც – სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთის რეგიონში, დნესტრისპირეთში და ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ საზღვრებს სცდება, რადგან მშვიდობა ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი საკუთარ საზღვრებს არ აღიარებს. დიდება უკრაინას!

ამბობს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა.

სიახლეები

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება | ოპოზიციის წარმომადგენლებმა...

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...