მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაქედან ვუთხარი ბაიდენს, რომ იარაღი მჭირდება და არა ტაქსი გასაქცევად - ვოლოდიმირ...

აქედან ვუთხარი ბაიდენს, რომ იარაღი მჭირდება და არა ტაქსი გასაქცევად – ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის გამო თანამოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერში ჩაწერა, სადაც 2022 წლის თებერვალში იყო ჩასული.

„აქ ვუპასუხე ბაიდენს ომის პირველ დღეებში, რომ მე არ დავტოვებ უკრაინას და მე მჭირდება იარაღი და არა ტაქსი, დღეს კი მე ვაძლევ ბრძანებას ჩვენს მომლაპარაკებელ გუნდს — არ მოხდეს ყველა ამ წლის ანულირება, არ გაუფასურდეს მთელი ეს ბრძოლა და სიმამაცე, არ შეიძლება ხალხის ღალატი, ბრძოლა უნდა იყოს თითოეული სიტყვისთვის, სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს ძლიერი და სამართლიანი“ ,- ამბობს ზელენსკი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის პირველი დღეები გაიხსენა, პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და უკრაინელი ხალხისა და მეომრების ძალაზე ილაპარაკა:

„დღეს ზუსტად ოთხი წელია, რაც პუტინი კიევს სამ დღეში იღებს. ეს ბევრს ამბობს ჩვენ წინააღმდეგობაზე, იმაზე, როგორ იბრძვის უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში… მილიონობით ჩვენი ადამიანი, დიდი გამბედაობა, მძიმე სამუშაო, გამძლეობა და დიდი გზა, რომელსაც უკრაინა გადის 24 თებერვლიდან“.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როცა რუსეთის შეჭრის დასაწყისს იხსენებენ და დღევანდელობას ხედავენ, სრული უფლება აქვთ თქვან, რომ დაიცვეს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, პუტინმა კი თავის მიზნებს ვერ მიაღწია – ვერ გატეხა უკრაინელები და ომში გამარჯვება ვერ მოიპოვა:

„ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვიპოვოთ მშვიდობა და სამართლიანობა. დიდება უკრაინას!“

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...