მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი - მედიაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომელიც ადრე თუ გვიან კვლავ ხელისუფლებას...

სანდრა რულოვსი – მედიაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომელიც ადრე თუ გვიან კვლავ ხელისუფლებას შემოუბრუნდება

Published on

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მხარდამჭერ აქციაზე ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. რულოვსის თქმით, მედიაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომელიც ადრე თუ გვიან კვლავ ხელისუფლებას შემოუბრუნდება. ”უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი. ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება გასცდა ყველანაირ ზღვარს. ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა ხაზი და ეს ყველაფერი უკან, თავად ხელისუფლებას შემოუბრუნდება. მნიშვნელოვანია არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალება და დღეს ასეთი ძლიერი ორგანიზმი არის „რუსთავი2”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...