მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგაგრაში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსს ბუჩქებიდან ქვები დაუშინეს

გაგრაში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსს ბუჩქებიდან ქვები დაუშინეს

Published on

სააგენტო ,,აფსნი ლაიფის'' ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსს ქვები დაუშინეს.
 
ინციდენტი მოხდა გაგრის მახლობლად, როცა სოჭიდან მომავალი ტურისტებით სავსე ავტობუსი  რესტორან"გაგრიფშს" უახლოვდებოდა.   ბუჩქებიდან დაშენილმა ქვებმა ავტობუსი დააზიანა, ერთ-ერთმა ქვამ მინა ჩაამსხვრია და რამდენიმე მგზავრი, მათ შორის 5 წლის ბავშვი, ნამსხვრევებით დაიჭრა.
 
ავტობუსში მჯდარი  52  მგზავრი სხვა ავტობუსში გადასვეს, მაგრამ ამავტობუსსაც იქვე, რამდენიმე მეტრში ხელახლა დაუშინეს ქვები.  ამის შემდეგ ტურისტები საზღვრამდე პოლიციის თანხლებით მიიყვანეს.
 
ავტობუსის მძღოლი თავის ფეისბუქგ ვერდზე დეტალურად აღწერს მომხდარს. იგი აზუსტებს, რომ ავტობუსში მოზრდილებთან ერთად 2 – დან 6 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი იმყოფებოდა.
 
,,ინცინდენტის შემდეგ ავტობუსი გავაჩერე და მილიცია გამოვიძახე. მილიციის თანამშრომლებთან ერთად მოვათვალიერეთ იქაურობა, მაგრამ ეს ნაძირლები ვერ ვიპოვეთ. შემდეგ მგზავრები სხვა ავტობუსში გადავსვით და საზღვრისკენ გავემართეთ, მაგრამ ჩვენი თავგადასავალი ამით არ დამთავრებულა –  რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ისევ დაგვიშინეს ქვები. ერთ–ერთმა ამჯერად კარის მინა ჩაამსხვრია და პირდაპირ ფეხში მომხვდა. სანამ ნამსხვრევებს ჩამოვიფერთხავდი, ისევ უგზოუკვლოდ გაქრნენ. საბედნიეროდ, კვლავ დაგვეწივნენ მილიციის თანამშრომლები და ჰაერში სროლით გაეკიდნენ თავდამსხმელებს''– ყვება ავტობუსის მძღოლი. 
თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. მათი ვინაობა ამ დრომდე არ არის დადგენილი.

 

 

 

სიახლეები

13-14 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, თოვა, ზღვაზე შტორმი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის...

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია – ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი...

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....