საშობაო პაკეტი სანდრა რულოვსისგან სოციალურად დაუცველებმა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებმა და სოციალურ სტატუსგაუქმებულმა ოჯახებმა მიიღეს

0
430
ფონდი SOCO-ს, ალექსანდრე ქობალიას (ტელერადიო კომპანია "ოდიში")   და პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის ინიციატივით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა,  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებმა და სოციალურ  სტატუსგაუქმებულმა ოჯახებმა, რომლებმაც სანდრა ელისაბედ რულოვსს წერილით მიმართეს, დღეს საჩუქრად საშობაო პაკეტი  მიიღეს: ფქვილი, შაქარი, მაკარონი,  ლიმონათი, ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი, შედედებული რძე, ტომატი,კანფეტი, მაიონეზი, მჟავე კიტრი, თევზის კონსერვი, ყავა, ჩაი, ორცხობილები- ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც საჩუქრად გადაეცა ამ ოჯახებს. გარდა ამისა, ბავშვებისთვის წიგნები და სათამაშოები დარიგდა.
წინა სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და გამგეობაში არსებული ააიპი-ებიდან 40-დე ადამიანია გათავისუფლებული.
შემდეგი სტატიარატომ მიიღო დედაქალაქის მოსახლეობამ დეკემბერში გაზის გაზრდილი გადასახადი?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური