მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და გამგეობაში არსებული ააიპი-ებიდან 40-დე ადამიანია გათავისუფლებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და გამგეობაში არსებული ააიპი-ებიდან 40-დე ადამიანია გათავისუფლებული.

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და გამგეობაში არსებული  16 ააიპი-იდან 40-დე ადამიანია გათავისუფლებული. ამის შესახებ ინფორმაციას გამგეობაშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთლიანი მონაცემების შეგროვება, „ოდიშინიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ამის შესახებ  გუშინ გაიგეს, ისინი აცხადებენ, რომ მედიასთან კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, როცა ოფიციალურ მიზეზს გაარკვევენ, თუ რატომ მოხდა მათი გათავისუფლება.გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არიან საბავშვო ბაღის პედაგოგებიც, რამდენიმე მათგანმა დახმარებისთვის უკვე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.“ საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მოგვმართა, რომ ის თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო გაანთავისუფლეს სამსახურიდან და მასთან ერთად კიდევ 40 ადამიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ქალი, რომელიც არის გამოცდილების მქონე, მშრიმელი, თავისუფლად მოაზროვნე, ბევრი საინტერესო პროექტის მონაწილე, ასევე მახსოვს 2012-2013 წლებში მისმა აქტოურობამ UNDP-ის პროექტის ფარგლებში სოფლის საბავშვო ბაღს მატერიალური სარგებელი მოუტანა და ა.შ.ის აქტიურად იყო ჩართული ,,ათინათის", ცენტრი ,,აფხაზეთის" და სხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებში.რეფორმები საჭიროა, მაგრამ არა პოკიტიკური შეხედულების მიხედვით.ეს ის ადამიანია (სხვებზე ვერ ვისაუბრებ ჯერ) რომელმაც საარჩევნო კაბინაში მის ბიულეტენს ფოტო არ გადაუღო.იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში საკრებულოს ქალი დეპუტატები ამოიღებენ ხმას, სხვაგვარად ჩალის ფასი ექნება მათ აღიარებას საერთაშორისო კონფერენციებზე.“- წერს „საუნჯეს“ გამგეობის თავმჯდომარე იაგო ფასანძე

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...