მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ მიიღო დედაქალაქის მოსახლეობამ დეკემბერში გაზის გაზრდილი გადასახადი?

რატომ მიიღო დედაქალაქის მოსახლეობამ დეკემბერში გაზის გაზრდილი გადასახადი?

Published on

 
   რატომ მიიღო დედაქალაქის მოსახლეობამ დეკემბერში გაზის გაზრდილი გადასახადი- თბილისელების პრეტენზიებს ყაზტრანსგაზში უპასუხეს.განმარტებები კომპანიის ფინანსური და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა გააკეთა.ნინო თურმანიძე ამბობს, რომ გაზრდილი გადასახადი ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ განაპირობა.თურმანიძე აბონენტებს სთავაზობს კითხვების შემთხვევაში ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ ან თავად დაიანგარიშოს ბუნებრივი აირის როგორც მოცულობა ასევე ღირებულება.
  „ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მატებაზე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ნებისმიერ აბონენტს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლია თავადვე დაინაგარიშოს ბუნებრივი აირის როგორც მოცულობა ასევე ღირებულება. ხოლო თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში შეუძლია მოგვმართოს ჩვენ ცხელ ხაზზე,“-განაცხადა ნინო თურმანიძემ

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...