მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს სახლში, სადაც მუშაობდა

გუშინ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს სახლში, სადაც მუშაობდა

Published on

  გუშინ საღამოს სტამბოლში, იმ სახლში,  სადაც მუშაობდა, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.  გარდაცვლილი 51 წლის ქალია. საქართველოს კონსული სტამბოლში    ირაკლი ასაშვილი  საქმის პროკურორისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით  აცხადებს, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია და არსებობს  გარდაცვალების გარემოებათა რამდენიმე ვერსია.
”უკვე მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებულია საცხოვრებელ სახლში არსებული კამერებიდან ვიდეოჩანაწერები, დაიკითხა სახლის მეპატრონე, ასევე სახლში არის დაცვა და დაცვის თანამშრომლები არიან დაკითხულები. ახლა გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნას. მისი მიღების შემდეგ ჩანიშნული მაქვს პროკურორთან შეხვედრა. ამ ეტაპზე გარდაცვალების ყველა ვერსია განიხილება. ერთადერთი ფაქტი, რომელიც ვიდეომასალიდან ჩანს არის ის, რომ ქალის გარდაცვალების დროს სახლის მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა”, – აცხადებს კონსული.
მისივე თქმით, გარდაცვლილის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მისი გადმოსვენება.
 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...