მთავარისიახლეებიუკრაინა''ტიტუშკებმა'' დავით საყვარელიძეს ბრილიანტის მწვანე შეასხეს

”ტიტუშკებმა” დავით საყვარელიძეს ბრილიანტის მწვანე შეასხეს

Published on

 „ხარკოვში, სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ, დავით საყვარელიძეს ქუჩაში სახეზე “ზელიონკა” შეასხეს. როგორ ჩანს, „ტიტუშკებს“ ძალიან უყვართ Halloween. ღირს ბრძოლა, რომ Halloween არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე“, – წერს   მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე  და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს. 
თავად დავით საყვარელიძე მომხდარს ხულიგნურ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ იგი არსებულ გამოწვევებს არ დანებდება.
„ხარკოველი „ტიტუშკების“ პატრონები გულუბრყვილოდ იმედოვნებენ, რომ ასეთი სახით შეძლებენ ჩემი და ჩემისთანების გაჩერებას! მათ ალბათ სურდათ ეჩვენებინათ, ვინ არის აქ მთავარი და ვის ტერიტორიაზე არ ღირს ჩაჩრა. მინდა ისინი გავაწბილო – ასე ადვილად ჩვენ არ ვნებდებით. ასეთი გამოხდომებით არ შევშინდებით! ჩემნაირი უკრაინაში მილიონობით არის. მესმის, რომ მიეჩვივნენ ქუჩური ხულიგნური მეთოდებით მოქმედებას და სწორედ მათი დამსახურებით დროებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი მალე ჩარეცხავს ამ არაშორსმჭვრეტელ მოღვაწეებს, რომლებსაც პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებენ ისე, როგორც ახლა მე ჩამოვირეცხავ ამ „ბრილიანტის მწვანეს“ და თან ეთერში მიმეჩქარება, სადაც განვაგრძობ სიმართლის ლაპარაკს მოქმედ ხელისუფლებაზე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი. ჩვენი ბრძოლა ახლა იწყება! კარგად გაეცანით ჩემ აღზრდასა და წარსულს, ასევე იმას, საიდან ვარ წარმოშობით“, – წერს საყვარელიძე „ფეისბუქში

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...