მთავარისიახლეებისაზოგადოებასოჭში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

სოჭში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

Published on

გუშინ სოჭის თავზე  კატასტროფა განიცადა მცირე ზომის ვერტმფრენმა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა.   ვერტმფრენი კერძო პირის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ერთ-ერთ დამხმარე შენობას დაეცა. ინციდენტის შედეგად    ჩამოვარდნის მომენტში დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი,  დღეს დილით მსხვერპლი ორამდე გაიზარდა. დასავებულები  სოჭის სამედიცინო კლინიკაში არიან გადაყვანილი.  ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. ბორტზე   სულ 6 მგზავრი იმყოფებოდა. 
წინასწარი მონაცემებით,  ვერტმფრენი კომერციული მიზნით, ექსკურსიის ჩასატარებლად გამოიყენებოდა,  რაც საჰაერო მოძრაობის კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. სოჭის ჯანდაცვის სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, ბორტზე  მოსკოველი ტურისტები იმყოფებოდნენ, ისინი იმერეთის დაბლობიდან  კრასანაია პოლიანაში მიფრინავდნენ. გამოძიებაში ჩართული ექსპერტები ასახელებენ კატასტროფის ორ სავარაუდო მიზეზს – პილოტის შეცდომას და ვერტმფრენის ტექნიკურ გაუმართაობას.  

 

სიახლეები

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...