მთავარისიახლეებისაზოგადოებასეტყვა და თოვლი აჭარაში - ციტრუსების მოსავლის 30-40 პროცენტი განადგურებულია

სეტყვა და თოვლი აჭარაში – ციტრუსების მოსავლის 30-40 პროცენტი განადგურებულია

Published on

აჭარაში ციტრუსი დაისეტყვა. ქობულეთში მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მოსავლის 30-40 პროცენტი დაზიანებულია.
ზარალის ზუსტი ოდენობა კი 4 დღეში გახდება ცნობილი. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ყველაზე მძიმე ვითარებაა ხელვაჩაურსა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე. მათივე განცხადებით, სამუშაო ჯგუფები გასულია ადგილებზე.
ადგილობრივების განცხადებით, უამინდობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
მაღალმთიან აჭარაში დღესაც გადაუღებლად თოვს, ამ დროისათვის   ხულოს დაბლობში თოვლის საფარმა 15, ხოლო მაღალ სოფლებში 30 სანტიმეტრს მიაღწია.60 სანტიმეტრია თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილზე. ამ დროისთვის ელექტროენერგია დაახლოებით 25 სოფელს არ მიეწოდება.
სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც შეეხება ბაღებს, საციხურის, ღურტის და კვატიის საბავშვო ბაღებში სწავლა დენის გათიშვის გამო შეჩერდა.
ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და პრობლემა დღის მეორე ნახევრისთვის ნაწილობრივ მოგვარდება.
ხულოს გამგებლის ინფორმაციით, შიდა სასოფლო გზებზე სატრანსპორტო გადაადგილება არ შეფერხებულა. ჩაკეტილია გოდერძის უღელტეხილი, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

სიახლეები

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...