მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

“ქართულ ოცნებაში” სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

Published on

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პრემიერმის ხელმძღვანელობით კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებზე გვიანობამდე გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დამატებითი განმარტებები აღარ გაკეთებულა, თუმცა უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე იქნება ცნობილი ძირითადი შემადგენლობა.მედიაში გავცელებული ინფორმაციით ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან ნოდარ ჯავახიაშვილი და ნოდარ ხადური. ფინანსთა მინისტრს სავარაუდოდ ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი ჩაანაცვლებს, დიმიტრი ქუმსიშვილს კი ყოფილი ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია შეცვლის. არ არის გამორიცხული საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი გახდეს. პარლამენტის სპიკერი კი სავარაუდოდ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იქნება.კობახიძის კანდიდატურაზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი დასახელების შემთხვევაში ის კობახიძეს მხარს დაუჭერს.„ახალგაზრდა პერსპექტიული პოლიტიკოსია, რომელსაც უკვე აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება პოლიტიკაში ძალიან კვალიფიციურია თავის პროფესიაში. მე ვფიქრობ მისი სახით ჩვენ პოლიტიკურ ველს კარგი ლიდერი ეყოლება“-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.ახალ პარლამენტს მთავრობის დასამტკიცბლად 10 დღიანი ვადა აქვს. 
 
 
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...