მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ წავიდა პარტიიდან და საით მიემართება პაატა ზაქარეიშვილი?

რატომ წავიდა პარტიიდან და საით მიემართება პაატა ზაქარეიშვილი?

Published on

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც დავით უსუფაშვილისა და სხვა რამდენიმე ყოფილი თანაპარტიელის კვალდაკვალ დატოვა,, რესპუბლიკელთა''  რიგები  მედიისთვის თავისი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და   საკმაოდ გამჭვირვალე მინიშნებას  აკეთებს იმაზე, რომ   ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სურს. 
”“ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ ჩემი ხედვები, როგორი სტრატეგიით უნდა ემოქმედა რესპუბლიკურ პარტიას კოალიციაში ყოფნისას, არ ემთხვეოდა პარტიის ძირითად სტრატეგიას. ჩემი პოზიცია იყო, რომ რაკი ვიყავით ხელისუფლებაში, უნდა ვყოფილიყავით ბოლომდე ხელისუფლებაში და მაქსიმალურად ყველა პრობლემა შიგნით უნდა განგვეხილა.. ბევრი წევრი მეთანხმებოდა, მაგრამ ზოგიერთი რომ არ მეთანხმებოდა, ეს იწვევდა გარკვეულ დისკომფორტს, ვიდრე არ აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი უმცირესობაში… არჩევნების შედეგები აღმოჩნდა სავალალო, კი არ წაგვიგია არჩევნები, კრახი გაგვიცადეთ. აღმოჩნდა, რომ ჩემი პოზიცია უფრო მართალი ყოფილა, რომ ამ დაპირისპირებით და ამ ვითომ ოპოზიციონერობით საზოგადოება საერთოდ დავაბნიეთ. კოალიციაში დარჩენა-არდარჩენამდე არ უნდა მისულიყო საქმე, უნდა ვყოფილიყავით კოალიციის ორგანული სხეული. მე ვთვლი, რომ საზოგადოება დავაბნიეთ, საზოგადოება ვერ მიხვდა, ჩვენ ოპოზიცია ვიყავით თუ ხელისუფლება.''
 
 ”“მე ასლან აბაშიძესთანაც კი ვთანამშრომლობდი, როცა მჭირდებოდა ტყვეების გამოყვანა გუდაუთიდან და როცა ჩაკეტილი იყო ზუგდიდი ზვიადისტების მიერ, აბაშიძეს გემი ვთხოვე, გემი მომცა და შევედი მისი ხალხით გუდაუთაში, დე ფაქტო მთავრობა ჯერ გამოსულიც კი არ იყო სოხუმში, იქიდან ხალხი გამოვიყვანეთ. მხედრიონთანაც კი მითანამშრომლია ტყვეთა გაცვლაზე, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია პატიმრების გამოყვანაზე. ასე რომ ჩემთვის არ არის პრობლემა თანამშრომლობა იქ, სადაც საქმე გამოდის, მითუმეტეს, ისეთ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორიც არის ქართული ოცნება. უაღრესად ლეგიტიმურია, ჩემი მკაფიო პოზიციაა, რომ ასეთი ლეგიტიმური ხელისუფლება არ ყოლია საქართველოს. სხვა საკითხია, რამდენად კარგია ეს შედეგები, მაგრამ ეს არის გამჭვირვალე შედეგები არჩევნებით მიღებული, ამიტომ, ბუნებრივია, მე მზად ვარ, ვითანამშრომლო, ოღონდ, თანამშრომლობა უნდა იყოს ურთიერთინტერესიდან გამომდინარე – მე კი არ უნდა ჩავიკეტო, უნდა გავიხსნა. '' – განაცხადა პაატა ზაარეიშვილმა 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...