მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა როგორც იქნა, გაარკვია, ვინ არის დამპყრობელი... ოღონდ არა აფხაზეთისა, არამედ...

სალომე ზურაბიშვილმა როგორც იქნა, გაარკვია, ვინ არის დამპყრობელი… ოღონდ არა აფხაზეთისა, არამედ მისი

Published on

,, დღეს უცებ შიშმა დამიპყრო…''  – წერს სალომე ზურაბიშვილი  სოციალურ ქსელში . 
„ცოტათი დავისვენე, თემურსა და ქეთევანს ცოტა მაინც მოვეფერე და გავაცილე, ჩემ გუნდს ერთხელ კიდევ (და კიდევ ბევრჯერ) მადლობა მოვახსენე.
ახლა თქვენი ჯერია – მხარდამჭერებო, პირველი დღიდან გულშემატკივრებო, ნაცნობებო და უცნობებო მაგრამ მუდმივ გამამხვენებლებო,ამომრჩევლებო და სხვა უბანში თუ ქვეყანაში მაცხოვრებლებო და თუნდაც თქვენც, ვინც სამართლიანად თუ უსამართლოდ მაკრიტიკებდით, ყველას გეკუთვნით ჩემი უღრმესი და გულწრფელი მადლობა, რამეთუ თქვენს გარეშე აქამდე ალბათ ვერ მოვიდოდი, და დიდწილად თქვენს გამო ვარ სადაც ვარ, დიდი მადლობა ყველას.
აწი უცნაური დღე მითენდება – ჯერ არსად მეჩქარება, არც ვიცი რა მელის და როგორ იქნება ეს ახალი ცხოვრება- და პირველად, ის არ განმიცდია საარჩევნო ბრძოლაში – დღეს უცებ შიშმა დამიპყრო,  შიში ჩემი თავისა, შიში იმისა, რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი, ნდობა და დიდი იმედები,  ეს არის უდიდესი ტვირთი და ერთადერთის თქმა შემიძლია დღეს : ვეცდები,  ვეცდები და იმედი მაქვს შევძლებ. მესამე ტური იწყება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...