მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ბერძენიშვილი: ეს იქნება ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა...

ლევან ბერძენიშვილი: ეს იქნება ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას,

Published on

ეს იქნება ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა მომავალი პარლამენტის შეფასებისას განუცხადა. 
 
როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, ყველა სახელისუფლებო ბერკეტი არის ერთი პარტიის ხელში, რაც არის საფრთხე ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ.
 
„უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას. როდესაც არის ერთი პარტია, რომელსაც შეუძლია სხვების დაუკითხავად ყველა საკითხი გადაწყვიტოს, ეს არის საფრთხე. ეს არის საფრთხე, რადგან ერთ პარტიას შეუძლია უკონტროლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები. ფაქტობრივად, შემოწმებისა და ბალანსირების სისტემა, წონასწორობის სისტემა ხელისუფლებაში დაირღვა. ყველა სახელისუფლებო ბერკეტი არის ერთი პარტიის ხელში და ეს არის საფრთხე ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ. რადგან საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უნდა თავის თავზე აიღოს ამ ხელისუფლების კონტროლი, რომ მათ ზედმეტი არ მოუვიდეთ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
 
კითხვაზე – აქვს თუ არა ეს საფრთხე გაცნობიერებული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლევან ბერძენიშვილის თქმით, მათ ეს არ აქვთ გააზრებული იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელთაგან უმეტესობა პირველადაა ხელისუფლებაში, გამოუცდელია. 
 
„სინამდვილეში, ჩვენ ქვეყანა ჩავაბარეთ ხალხს, რომელმაც ქვეყნის მართვა ან იცის, ან არა, ეს მომავალში გაირკვევა. შესაბამისად, მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ სათამაშოსთან გამკლავება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი ხელისუფლება ძალიან საშიშია თვითონ მათთვის. საქართველოში რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთი პარტიის ხელში აღმოჩნდა მთელი ძალაუფლება. არასდროს ეს კარგად არ დამთავრებულა. მე არ მახსოვს კარგი შედეგი. რა უხარიათ, არ ვიცი. ეს მაინცდამაინც სასიხარული ამბავი არ არის. გასაგებია, რომ პარტიაა და გამარჯვება უხარიათ, მაგრამ ამ გამარჯვებას ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მოჰყვება. რაც ქვეყანაში გაფუჭდება, ახლა ვერავის დააბრალებენ. რომ ჰყავდათ სათამაშოდ „რესპუბლიკური პარტია“ ან ვინმე, რომ აი, იმათი ბრალია, თორემ ჩვენ ვიზამდითო – ახლა ყველაფერი მათ ხელშია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა. 
 
წინასწარი მონაცემებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში – 44 მანდატი, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში 23 მანდატი მოიპოვა. შესაბამისად, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...