მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქარაძე: ,,ჩვენ შევედით ბრძოლაში სწორედ იმიტომ, რომ უბრძოლველად არ დაგვეთმო ქართული...

დავით ბაქარაძე: ,,ჩვენ შევედით ბრძოლაში სწორედ იმიტომ, რომ უბრძოლველად არ დაგვეთმო ქართული ოცნებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა”

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ პირველი ბრიფინგი გამართა. მან თავის  ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ქართული ოცნების მხრიდან დაშინებაზე, ზეწოლაზე, ძალადობასა და გაყალბებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იმ პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც ამომრჩეველთა მხოლოდ 48% უჭერს მხარს, სამწუხარო შედეგებს გამოიღებს. ბაქრაძემ ენმ-ის მხარდამჭერებსა და წევრებს სიმშვიდისა და ერთიანობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, საზოგადოება ენმ-ის მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს იხილავს.
"ზეწოლის, ძალადობის, დაშინების, ადმინისტრაციისა და ქუჩის რესურსის გამოყენების შედეგად შეიქმნა ვითარება, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამ ყველაფრის მიუხედავად, მიიღო მხოლოდ 48%-ის მხარდაჭერა, მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა და ქვეყანაში შეიქმნა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა. ესაა რეალობა, რომელიც შეიქმნა დღეს და რომლის სამწუხარო შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება იგრძნობს მომავალი წლების განმავლობაში. სწორედ ამ რეალობასთან საბრძოლველად მიიღო ენმ-მა გადაწყვეტილება, გასულიყო მეორე ტურებში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონია ილუზია, როგორ პირობებში ჩატარდებოდა მეორე ტურები და ველოდით ზეწოლასაც, ძალადობასაც და გაყალბებასაც, მაგრამ ჩვენ შევედით ბრძოლაში სწორედ იმიტომ, რომ არ ვაპირებდით, გვეჩუქებინა 45 ადგილი ქართული ოცნებისთვის, უბრძოლველად დაგვეთმო საკონსტიტუციო უმრავლესობა და მომავალ წლებში, როდესაც ქართველი საზოგადოება იგრძნობს ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის სამწუხარო შედეგებს, ჩვენ ვიქნებით მორალურად მართალი იმიტომ, რომ ჩვენ არ გავექეცით ბრძოლას. ბოლომდე ვიდექით ბრძოლაში, თუნდაც, უთანასწორო პირობებში და ბოლომდე ვეცადეთ, რომ ქვეყანაში ყოფილიყო დემოკრატიული, მრავალპარტიული და არა ერთ ადამიანსა და პარტიაზე მორგებული პოლიტიკური სისტემა. 
ამიტომ, ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ის ფაქტი, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მართალი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე იმ 500 000 ხმასთან ერთად, რომელიც ჩვენ ავიღეთ ამ არჩევნებში, გვიქმნის ძალიან მყარ საფუძველს მომავალი პოლიტიკური აქტივობისა და ბრძოლისთვის.
მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელიც მოვიდა არჩევნებზე და მიუხედავად დაშინებებისა, ზეწოლისა, ძალადობისა და მუქარისა, დააფიქსირა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია.
ეს არის ამ ადამიანების მხრიდან ჩადენილი გმირობა და ეს გმირობა გვავალდებულებს, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ და ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, დემოკრატიული, მრავალპარტიული საქართველოსთვის, სადაც ყველაფერი არ იმართება ერთი ადამიანისა და პოლიტიკური გუნდის მიერ. დღეს გვჭირდება სიმშვიდე, კარგად გააზრება, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი ნაბიჯები, ერთიანობა და, აქედან გამომდინარე, თქვენ იხილავთ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან", – თქვა დავით ბაქრაძემ.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...