მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურები დაინიშნება

ზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურები დაინიშნება

Published on

შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით,
66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში:   
სანდრა ელისაბედ რულოვსს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)  44.8%-ი აქვს, ედიშერ თოლორაიას ( ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო)  კი 48.63%, 
36-ე მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონენი არიან: 
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აჰმამედ იმამყულიევი –    48,11%
ქართული ოცნების კანდიდატი თამაზ ნავერიანი – 43.43%

შესაბამისად, განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაინიშნება  არჩევნების მეორე ტურები.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგებს, შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ბესიკ გაბუნიას 44. 82% აქვს და ქართული ოცნების კანდიდატს ლაშა გოგიას კი 44.17%.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...