ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო პროცესი დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კორცხელის #53 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინე ციმინტიამ განუცხადა. მისი თქმით, მაღალია ამომრჩევლის აქტივობაც. ”უბანი ნორმალურად გაიხსნა. აქტიოვა არის მაღალი, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ციმინიტიამ. მისივე თქმით, კორცხელში სულ 1 430 ამომრჩეველია და ამ დროის მონაცემებით, 120 ამომრჩეველს აქვს ხმა მიცემული. კორცხელში საარჩევნო უბანთან ამომრჩევლების რიგია. როგორც რამდენიმე მათგანმა სააგენტოს განუცხადა, დღეს სოფელში ყოველგვარ დაძაბულობას გამორიცხავენ. მათივე თქმით, შუალედური არჩევნების დროს სოფლის მოსახლეობას ერთმანეთში დაპირისპირება არ ჰქონია და „დაპირისპირება გამოიწვია ორივე მხრიდან ჩამოსულმა ადამიანებმა"