მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ხდება რუსთავი 2 - ისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გარშემო?

რა ხდება რუსთავი 2 – ისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გარშემო?

Published on

რუსთავი 2 – ში დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ  ხელისუფლების მხრიდან შესაძლო მიზანმიმართულ პროვოკაციებზე საუბრობენ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშიც.
ნინო კალანდაძის თქმით, რამდენიმე საათის წინ ბიბლიოთეკასთან ტელეკომპანია ,,მაესტროსა'' და იმედის ჟურნალისტები იმ აქციის გადასაღებად მივიდნენ, რომლის შესახებაც არც თავად ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს და არც სხვა მედიასაშუალებებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი იყო საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის ჩაშლა იყო.
„ჩვენ გამოგვეცხადა ტელეკომპანია ,,მაესტროს'' გადამღები ჯგუფი, რომელსაც მოჰყვა ტელეკომპანია ,,იმედის'' გადამღები ჯგუფი, რომელმაც როგორც ჩანს, წინდაუხედავად გვამცნო იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან იგეგმებოდა საპროტესტო აქცია. ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, ნაადრევად გავრცელდა არასწორ ადრესატთან და დროებით ის ხალხიც არ მოვიდა, რომლის მოლოდინშიც იყვნენ. ისმის მარტივი შეკითხვა – საიდან იცოდა ტელეკომპანია ,,მაესტრომ'' და ტელეკომპანია ,,იმედმა'' ამ აქციის შესახებ, მაშინ როდესაც სხვა არცერთი საინფორმაციო წყარო ინფორმირებული არ იყო,“ – განაცხადა ნინო კალანდაძემ/
გუშინ მთელი დღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა  რუსთავი 2 – ში სპეცოპერაცია  ჩატარდეს. ეს ინფორმაცია პირველად გაავრცელა გაზეთ ,,ქრონიკა პლუსის'' რედაქტორმა  ელისო კილაძემ, ხოლო შემდეგ ამ ხმების არსებობა დაადასტურა რუსთავი – 2 – ის გენერალურმა მდივანმაც 
 "საქმე ეხება ყოფილ თანამშრომელს, რომელიც რუსთავი 2-დან არის გაშვებული და აქტიურად თანამშრომლობს სუს-თან .  იგეგმება, რომ მან მოახდინოს  ნარკოტიკების რეალიზაცია რუსთავი2-ის  ეზოში ან შენობაში და ფაქტის დაფიქსირებისა და შემდეგ  ამ პიროვნების აღიარებითი ჩვენებების საფუძველზე,  რუსთავი 2-ის შენობაში  განხორციელდეს სპეც ოპერაცია, ტელეკომპანიის  კომოპრომენტაციისა და მარგინალიზაციის მიზნით ," – განაცხადა გუშინ  ელისო კილაძემ თავის ფეისბუქგვერდზე. 
 ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მანამდეც არა ერთხელ ყოფილა, თუმცა იმედოვნებს, რომ ძალოვანები მსგავსი აბსურდულობისგან ამჯერადაც თავს შეიკავებენ.
"ასეთი ინფორმაცია ბევრჯერ მოსულა ჩვენამდე, რომ აპირებდნენ სპეცოპერაციას იმ კრიტიკულ ვითარებებში, მაგრამ ეს ვერც ერთხელ შეძლეს. იმედია, რომ საღი აზრი ახლაც ეყოფათ და თავს შეიკავებენ ამგვარი სისულელისგან," – განაცხადა მან. 
 

 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...