მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს ავთენტურია თუ არა'' - ბიძინა ივანიშვილი ფარულ...

,,არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს ავთენტურია თუ არა” – ბიძინა ივანიშვილი ფარულ ჩანაწერებზე

Published on

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლში რეგიონულ მედიას ხვდება. მან უკვე გააკეთა კომენტარები  ამ დღეებში  გავრცელებული ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც თითქოს მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ და  ენმ – ს განცხადებაზე, რომ ეს ჩანაწერი "უნიჭო მონტაჟია" .
,,მე მრავალჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ 2012 წლიდან ისინი ერთმანეთს ამაგრებდნენ მხოლოდ იმით, რომ გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას, გაზაფხულზე არ გამიდიოდათ – შემოდგომაზე და ასე გადადიოდა გაზაფხული-შემდგომა და ერთმანეთს ამით ამხნევებდნენ და ამაგრებენ. – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა – თანაც, არ იფიქროთ, რომ ეს ვინმეს მოპარულია, აი, ჩემი წარმოდგენით, ავთენტურობაზე უარი რომ თქვას პროკურატურამ – ალბათ, გამოვლენ თვითონ და იტყვიან, ეგ როგორ კაცო, ავთენტურია, ჩვენ ნამდვილად ვილაპარაკეთო. ამით რეკლამას იკეთებენ, რამეთუ სხვა არაფერი არ დარჩათ, მათ რომ საკუთარი ხელწერა სხვა ვერ მოიხერხეს, ვერ შეცვალეს, არ აქვთ ამის ნიჭი, არ აქვთ ამის რესურსი, ამაზევე სხედან და ამითვე ამაგრებენ – რითაც იყვნენ ესენი ცნობილი, ქვებით სროლით მოვიდნენ, ხომ გახსოვთ კარგად, არა? ამ ძალადობით იყვნენ ცნობილი, ნახეთ განცხადებები მათ მართულ ტელევიზიებში, სიცრუის აჟიტირება, როგორ ძალით ახვევენ ხალხს თავს, რაც არ არის – რომ თეთრი შავია და პირიქით. ” 
“ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე დიდი კვლევები არ არის საჭირო და არ აქვს დიდი მნიშვნელობა – ეს ავთენტურია თუ არა. მათი ღია განცხადებები ნახეთ და ერთ კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი, ნახეთ ბოლო განცხადება მათი გაქცეული ლიდერის, რომ ეგზითპოლები დაიდება რუსთავი ორზე, ეს იქნება ბოლო ჭეშმარიტება, თუ არადა წარღვნა, რაღაც მსგავსი მოხდება. ახლა მისი მეუღლის განცხადებაც ვნახოთ, რომ ისეთი მაგარია მიშა, რომ ტუნელს გათხრის და ჩამოვა სოლოლაკში, ტუნელითაც კი ჩამოვა. მათი დამოკიდებულება ისედაც კარგად ჩანს… ამის ავთენტურობა არაფერს არ ნიშნავს, მათ განცხადებებში იგივე იკვეთება, იგივე პათოსია.''
 
 
 

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...