მთავარისიახლეებიმსოფლიოათათურქის აეროპორტში მყოფი ქართველები აფეთქებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ საქართველოს საკონსულოსთან...

ათათურქის აეროპორტში მყოფი ქართველები აფეთქებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირებას

Published on

ათათურქის აეროპორტში მყოფი ქართველები აფეთქებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირებას   
,, არ ვიცით, როდის შევძლებთ აეროპორტის ტერიტორიის დატოვებას. ადმინისტრაცია ვერაფერს გვეუბნება, საქართველოსკენ ერთი თვითმფრინავი აფეთქებამდე გაფრინდა, ახლა აეროპორტი დაკეტილია და ხვალ საღამომდე ფრენები აღარ განახლდება, საკონსულოს ვერ ვუკავშირდებით,  ზარებს არ პასუხობენ და არც აქეთ დაგვკავშირებია ვინმე  – ამბობდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე ჩარჩენილი ქართველი მგზავრები რუსთავი 2 – თან სატელეფგონო საუბრებში.   საკონსულოსთან დაკავშირება დიდხანს ვერ შეძლეს სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმაც, მათ ზარებსაც არავინ პასუხობდა,  მხოლოდ სამის ნახევრისთვის გაკეთდა განცხადება რომ თურქეთში საქართველოს საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ტერიტორიიდან გაყვანასა და სასტუმროში დაბინავებაში დაეხმაროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა.  
 
„ახლა საკონსულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფები. აქ არის პოლიციის ბოლო კორდონი, რომლის იქით ვეღარ შევდივართ. ჩემთან ერთად აეროპორტში იმყოფებიან საკონსულოს თანამშრომლებიც. რამდენიმე ქართველი ვნახეთ. მგზავრთა ნაწილმა თავად დატოვა აეროპორტი, ნაწილის გაყვანა კი თურქული მხარის ორგანიზებით მიმდინარეობს. ჩვენის მხრივ, საკონსულო მზად ვართ ვუზრუნველყოთ აეროპორტის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების გაყვანა და მათი სასტუმროებში დაბინავება. ამისთვის, მთავარია, ისინი ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდნენ და მათ შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ“, – განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.
საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედი ცხელი ხაზის ნომერია: (+90 541) 818 44 00.
 
    
 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....