,,ჩვენ რომ ევროკავშირში შევალთ, იქ აღარავინ დაგვხვდება“ – მახვილსიტყვაობს თამაზ მეჭიაური, ,,ევროპას აქვს ყველანაირი რესურსი ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს ” – აცხადებს ელენე ხოშტარია

0
392
ქართველი პოლიტიკოსები დიდი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ეხმაურებიან.
,,ეს არის ერთი ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე ევროპისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს გამომაფხიზლებელი ევროპისთვის“, -აცხადებს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი – ,,ეს არის სწორედ დემოკრატია, სადაც ხანდახან დემოკრატიული პროცესის შედეგად დგება ისეთი შედეგი, რომლითაც ყველა ბედნიერი არ არის. დემოკრატია არ ნიშნავს ერთ აზრზე ყველას ყოფნას და არ ნიშნავს სამხედრო წესრიგს საზოგადოებაში. დემოკრატია ხანდახან ასეთ შედეგებამდე მიდის. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირი და მისი სიძლიერე არ დაზარალდება ამ რეფერენდუმის შედეგებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს რეფერენდუმის შედეგების შემდეგ პარლამენტს, ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ არის.''
 
,,ჩვენ რომ ევროკავშირში შევალთ, იქ აღარავინ დაგვხვდება“, -ასე ეხმიანება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური რეფერენდუმის შედეგებს. –  ბრიტანელებს კიდევ აქვთ სურვილი შეინარჩუნონ ტრადიციები, ისტორია, ევროპელობა და წინ აღუდგნენ იმ ტენდენციას, რომელიც ფაქტიურად ეროვნებებს შორის განმასხვავებელ ნიშნებს სპობს. ვფიქრობ რომ, შეიძლება ეს გაგრძელდეს და შეიძლება მივიღოთ ისეთი ევროკავშირი, სადაც მეტი იქნება აზიური თუ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვიდრე ევროპელები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენც უნდა გადავხედოთ გამოკითხვის შედეგებს . თუ ერთი მხრივ, ამართლებენ, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის გარეშეც შეინარჩუნებს იმ ტრადიციებს ისეთივე წარმატებით, ჩვენც არავინ გვიშლის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადმოვიღოთ ყველაფერი კარგი. სანაცვლოდ არ დავთმოთ ჩვენი ფასეულობები“, -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
 
”თავისუფალი დემოკრატების” წევრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები არ არის კარგი არც საერთო ევროპული ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის და არც ბრიტანეთისთვის,
მისი თქმით, თუ დავაკვირდებით, ექსპერტებისა და ცალკეული ქვეყნების, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს შემადგენელი ნაწილების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ამან  შეიძლება რთული კატაკლიზმები გამოიწვიოს თითონ ბრიტანეთსა და საერთოდ ევროპაში,  ”ზოგიერთი ექსპერტი იმედის გამოთქვამს, რომ ეს არ დააზიანებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, ეკონომიკას, ფულის ბრუნვას შიდა ევოპულ ბაზარზე და შესაძლებელია, პირიქით, ხელი შეუწყოს, მაგრამ მე ამის მოზიარედ ვერ გამოვდგები. რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის, იმედია, რომ ეს არ აისახება საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებზე თუმცა, მისის აზრით რეფერენდუმის შედეგები  გაზრდის ევროპისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების რაოდენობასს. , ,აღარაფერს ვამბობს რუსეთის ფაქტორსა და პუტინის რეჟიმის რეაქციებზე, რომელიც ერთგვარად გამარჯვებულის როლში იქნება. ყურადღება არ უნდა მოდუნდეს ჩვენი რეგიონისა და პირველ რიგში, საქართველოს მიმართ. –  განაცხადა დოლიძემ. 
 

რეფერენდუმის შედეგებს თავის  ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია:
,,ორ სიტყვას დავწერ BREXIT ის შესახებ, განსაკუთრებით მათთვის ვინც ევროპის ჩასვენებას ზეიმობს, ან უბრალოდ შეშინდა, რომ ცუდად არის საქმე.
რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ რყევებს, რუსეთი ეცდება ერვორპის დასუსტებად მონათლოს, ნაციონალისტები იზეიმებენ, თუმცა:
– ბრიტანეთი ევროკავშირის განვითარების ისტორიაში იყო სპეციფიური შემთხვევა, რომელიც მხოლოდ 1973 წელს შეუერთა გაერთიანებას და გარდა ამისა მთელ რიგ ინტეგრაგიცულ პროცესებში არ მონაწილეობდა (საერთო ვალუტა, შენგენი)
– Brexit-ი არ იყო რადიკალი ნაციონალისტების მიერ მართული "გიჟური" ანტიევროპული პროცესი. აქ მიდიოდა მეინსტრიმ პარტიების და პოლიტიკოსების მსჯელობა ძალიან პრაგმატულ საკითხებზე, რაში აწყობთ ევროკავშირი და რაში არა (ეკონომიკა, ინვესტიციები, მიგრაცია…)
– ბრიტანეთი ბრექსიტით არ დაუპირისპირდა არც ევროპულ ფასეულობებს, არც რუსეთთან ურთიერთობების შემოტრიალებას (განსხვავებით ნაციონალისტების ლოზუნგებისა საფრანგეთში და ევროპის სხვა სახემლწიფოებში)
-ევროკავშირისთვის ეს იქნება სერიოზული სიგნალი მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვის (ზედმეტი ბიუროკრატია, ზედმეტი რეგულაციები)
 
brexit-ი არის ისტორიული მოვლენა და ცვლილება, რომელიც აჩენს ბევრ ახალ შანსს ევროპული და ტრანსატლანტიკური ოჯახის გაჯანსაღების და გაძლიერების.
მოკლევადიანად არის, რა თქმა უნდა, გამოწვევები, მაგრამ ევროპას აქვს ყველანაირი რესურსი ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს და თავიანთი შეცდომები თავიანთ სიძლიერედ აქციოს'' – აცხადებს ელენე ხოშტარია
წინა სტატიაპოლიტიკური პარტიებისთვის სამეგრელოში საარჩევნო საკითხებზე ტრენინგები ტარდება
შემდეგი სტატია,,ქართულ ოცნებაში” აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს გადმოსცენ, თუმცა ეს განცხადებები ორთქლის გამოშვებას ჰგავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური