მთავარისიახლეებისამართალირუსთავი 2-ის იურისტები მოელიან, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გუჯაბიძე თვითაცილების...

რუსთავი 2-ის იურისტები მოელიან, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გუჯაბიძე თვითაცილების შუამდგომლობას დააყენებს

Published on

 სააპელაციო სასამართლოში  რუსთავი 2-ის საქმის განხილვა  დღეს, 14:00 საათზე განახლდება.

 რუსთავი 2-ის იურისტები ელოდებიან, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გუჯაბიძე თვითაცილების შუამდგომლობას დააყენებს. დღეს სხდომაზე  ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალიაც დააფიქსირებს თავის პოზიციას, ამ დროისათვის მას უკვე გაკეთებული აქვს განცხადება   გუჯაბიძის აცილების საკითხტან დაკავშირებით – მისი თქმით, მათთვის არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ვინ განიხილავს ამ საქმეს ან რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი. 

იმ შემთხვევაში თუკი გუჯაბიძე უარს იტყვის თვითაცილებაზე , ტელეკომპანიის ადვოკატები მისი აცილების შუამდგომლობა თავად დააყენებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, ნათია გუჯაბიძე შესაძლო თაღლითობაშია შემჩნეული. 

საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2014 წელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ცნობილი გახდა მოსამართლის მხრიდან შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტი. ნიკა გვარამიას წყაროს ცნობით, ნათია გუჯაბიძე თბილისში სამოსამართლეო უფლებამოსილების განსახორციელებელად ბინას ქირაობდა, რომლის საფასურსაც იუსტიციის საბჭო იხდიდა.

სასამართლო კორპუსში ეს მიღებული პრაქტიკა დანაშაულად არ ჩაითვლებოდა, რომ არა ერთი გარემოება, როგორც ირკვევა, ნათია გუჯაბიძეს იმ დროს თბილისში საცხოვრებელი ჰქონდა და სახელმწიფოსგან გამოყოფილ ბინის ქირას საკუთარ დედას უხდიდა.

ნათია გუჯაბიძის დედა, მანანა დოლიძე ადასტურებს, რომ იმ ბინაში შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, ასევე ამტკიცებს, რომ მის შვილს ნათია გუჯაბიძეს საკუთარი სახლი არ აქვს და აღარც სახელმწიფოსგან იღებს საცხოვრებლის დასაქირავებლად თანხას. თუმცა  არ უარყოფს, რომ ბინა რამდენიმე წლის წინ გაქირავებული ჰქონდა და საფასურს სახელმწიფოსგან იღებდა.

 

სიახლეები

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია - ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. "ფორმულას" ჟურნალიტს საპატიმროსთან...

ზვიად ცეცხლაძემ მამამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო – “დაფიონი”

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - ამის...

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის...

ზვიად კვარაცხელიას სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიან...