მთავარისიახლეებისაზოგადოებადიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

Published on

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა.
როგორც BBC იტყობინება, უკრაინული არმიისთვის შეიარაღების ამ მასშტაბური პაკეტის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.პაკეტი მოიცავს:
• შორი მოქმედების დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს
• სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს
• ლოჯისტიკური მხარდაჭერის უპილოტო საფრენ აპარატებს
• საზღვაო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს.ამ დრონების დიდი ნაწილი ბრიტანული კომპანიების მიერაა წარმოებული. სამინისტროს ცნობით, მოწინავე საბრძოლო ტექნოლოგიების მიწოდება უკვე დაწყებულია. უკრაინელები უდიდესი გამბედაობით აგრძელებენ ბრძოლას და ვერაფერი შეგვიშლის ხელს, გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც მშვიდობის მისაღწევად იქნება საჭირო – განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...