მთავარისიახლეებიდიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

Published on

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა.
როგორც BBC იტყობინება, უკრაინული არმიისთვის შეიარაღების ამ მასშტაბური პაკეტის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.
პაკეტი მოიცავს:
• შორი მოქმედების დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს
• სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს
• ლოჯისტიკური მხარდაჭერის უპილოტო საფრენ აპარატებს
• საზღვაო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს.
 ამ დრონების დიდი ნაწილი ბრიტანული კომპანიების მიერაა წარმოებული. სამინისტროს ცნობით, მოწინავე საბრძოლო ტექნოლოგიების მიწოდება უკვე დაწყებულია.
უკრაინელები უდიდესი გამბედაობით აგრძელებენ ბრძოლას და ვერაფერი შეგვიშლის ხელს, გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც მშვიდობის მისაღწევად იქნება საჭირო – განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...