მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას - მადიარი

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

Published on

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას, რომელმაც ქვეყანაში პრესის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს. პარტია „ტისა“-ს ლიდერმა ინტერვიუ იმ ფაქტის აღნიშვნით დაიწყო, რომ ის წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად გამოჩნდა ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ კონტროლირებად სახელმწიფო მედიაში.”მთავრობის ფორმირების შემდეგ, ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას“ | დააანონსა მადიარმა.მან განმარტა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სახელმწიფო მედიამ „დიდი ზიანი მიაყენა“ და თითოეული უნგრელი იმსახურებს მედიას, „რომელიც რეალობას გადმოსცემს“.მადიარმა სამთავრობო მედიას „სიცრუის ფაბრიკა“ უწოდა. ხოლო როდესაც წამყვანმა მისთვის სიტყვის გაწყვეტა სცადა, პოლიტიკოსმა უთხრა: „დამასრულებინებთ? ამ წინადადების სათქმელად წელიწადნახევარია ვიცდი“.მომავალი მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო მედიას უნდა ეცადა, ნაწილობრივ მაინც ყოფილიყო დამოუკიდებელი, მაგრამ „ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს“.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა - ინფორმაციას გამოცემა Bm. ge ავრცელებს და წერს,...

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა...

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...