მთავარისიახლეებიუკრაინათეიმურაზ ნიშნიანიძე მისი ბინისა და და სამუშაო კაბინეტის ჩხრეკის ოქმების ასლს მოითხოვს

თეიმურაზ ნიშნიანიძე მისი ბინისა და და სამუშაო კაბინეტის ჩხრეკის ოქმების ასლს მოითხოვს

Published on

უკრაინაში საქართველოს ყოფილი კონსული თეიმურაზ ნიშნიანიძე უკრაინის გენპროკურატურას მოუწოდებს გამოაქვენოს  მის საცხოვრებელ ბინასა და სამუშაო კაბინეტში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული  ჩხრეკის ოქმები. 

ნიშნიანიძის თქმით, მისი თხოვნის მიუხედავად, ჩხრეკის ოქმის ასლის მიწოდებაზე უარი უთხრეს. 

"გამოაქვეყნონ ის, რაც ამოიღეს და თქვან, რა კავშირი აქვს ამას ჩემთან“, – აღნიშნა ნიშნიანიძემ, რომელიც გეგმავს უახლოეს დღეებში აპირებს ამავე მოთხოვნით უკრაინის უსიშროების საბჭოსაც მიმართოს. 

ნიშნიანიძის განცხადებით, ბინიდან, რომელსაც ის ქირაობს, ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა მისი პირადი დანაზოგი – 5 000 დოლარი, 200 ლარი და 150 ევრო. 

 ამავე დროს იგი აცხადებს, რომ ის ოდესის ოლქის გუბერნატორის მრჩეველი არ არის და მხოლოდ ფონდს ხელმძღვანელობს.

"არ შეიძლება ოდესის გუბერნატორის მრჩეველი ვიყო, მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ვარ მხოლოდ ფონდის "ოდესის საკეთილდღეოდ” გამგეობის თავმჯდომარე და მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც შეეხება ფონდში ჩემს საქმიანობას, ისევე როგორც ოდესაში საქართველოს გენკონსულის თანამდებობაზე მუშაობას, თუმცა ასეთი შეკითხვით ჩემთვის დღემდე არავის მოუმართავს“ – ამბობს იგი. 

შეგახსენებთ, თეიმურაზ ნიშიანიძის საცხოვრებელი სახლისა და კაბინეტის ჩხრეკას  ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური დაკვეთა უწოდა. 

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...